შეხვედრა სამედიცინო დარგის სპეციალისტებთან
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა 1 ივლისიდან ფართოვდება, From July 1st the Public Insurance Packet Will Increase

საქველმოქმედო აქცია კილაძეების 3 ტყუპიანი ოჯახის დასახმარებლად

 

2014 წლის 19 აპრილს,  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ ლევან გორგილაძემ და წითელი ჯვრის ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარემ ოთარ დავითაძემ ორგანიზაციის სხვა წევრებთან ერთად კილაძეების 3 ტყუპიან ოჯახს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცეს და ბავშვთა პირველადი მოხმარების საგნები, საკვები პროდუქტები და საბავშვო ეტლები გადასცეს. 
ბაჩი, უჩა, და საბა ქვეყანას 7 თვის ასაკში 2013 წლის 22 ნოემბერს მოევლინენ. ტყუპებს ბავშვთა კვების პროდუქტებით „ჰუმანა“ და „ბელაქტი“ ამარაგებს. ოჯახმა ბავშვების დაბადებასთან დაკავშირებით ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის პროგრამის ფარგლებში  500 ლარი მიიღო.  
აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ ახალშობილი ტყუპების ოჯახების დასახმარებად 2014 წელს ახალი პროგრამა აამოქმედა. პროგრამის ფარგლებში ოჯახს თითოეულ ბავშვზე 1000–1000 ლარი გადაეცემა. პროგრამის საერთო ბიუჯეტი შეადგენს 250 000 ლარს. აღნიშნულ პროგრამაში კილაძეების ახალშობილები ვერ მოხვდნენ, რადგან ისინი 2013 წელს დაიბადნენ. მიუხედავად ამისა სამინისტრო უყურადღებოდ არ ტოვებს მსგავს ოჯახებს და წითელი ჯვრის დახმარებით  საქველმოქმედობო აქციებს მართავს.

2014 წლის 19 აპრილს,  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ ლევან გორგილაძემ

2014-04-22
moreსრულად ...

ლევან გორგილაძე საერთაშორისო სამედიცინო ტექნოლოგიების გამოფენას დაესწრო

2014 წლის 3 აპრილს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ლევან გორგილაძე

2014-04-08
moreსრულად ...

თურქეთში სამედიცინო ფაკულტეტის 7 ქართველი კურსდამთავრებული სტაჟირების უფასო კურსს გადის

თურქეთში ვიზიტის ფარგლებში აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ლევან გორგილაძე და აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ჯემალ ფუტკარაძე

2014-04-08
moreსრულად ...

ბათუმში „ბაჰჩეშეჰირის“ უნივერსიტეტის ფილიალი გაიხსნება

თურქეთში ვიზიტის ფარგლებში აჭარის ავტონომიური რესპუბიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე

2014-04-08
moreსრულად ...

მინისტრებმა შშმ პირთა ცენტრის რეაბილიტირებული შენობა დაათვალიერეს

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ნუგზარ სურმანიძემ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრ დავით ბალაძესთან, საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის ხელმძღვანელ ოსმან მჟავანაძესთან, მინისტრის მოადგილეებთან რომან ბოლქვაძესთან და ნონა გალოგრესთან, ასევე სოციალური დაცვის დეპარტამენტის უფროს ლელა სურმანიძესთან ერთად მახინჯაურში მდებარე შშმ პირთა სარეაბილიტაციო ცენტრის რეაბილიტირებული შენობა მოინახულა.
შენობის სრული რეკონსტრუქცია რამდენიმე თვის წინ დასრულდა, დაწესებულების ოფიციალური გახსნა უახლოეს პერიოდში გაიმართება. სარეაბილიტაციო ცენტრში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დღის ცენტრი და მიუსაფარ დედათა და ბავშვთა თავშესაფარი ფუნქციონირებს. აქ რეაბილიტაციის კურსს 40-მდე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი გადის, თავშესაფარში კი 6 მარტოხელა დედა 8 შვილთან ერთად ცხოვრობს. 
შშმ პირთა სარეაბილიტაციო ცენტრის სრული რეაბილიტაცია „თურქეთის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტომ“ განახორციელა. დაწესებულება მახინჯაურის ჩვილ ბავშვთა სახლის ყოფილი შენობის ბაზაზე ფუნქციონირებს. შენობა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ სამედიცინო ასოციაცია „თანა“–ს 2013 წლის დასაწყისში 10 წლის ვადით უსასყიდლო სარგებლობის უფლებით გადასცა. 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ნუგზარ სურმანიძემ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა

2014-04-01
moreსრულად ...
ყველა სიახლის ნახვა

ცხელი ხაზი (0422)247972

სიახლეების კალენდარი

გამოკითხვა

მოგწონთ თუ არა განახლებული ვებ–გვერდი?


დამატებითი ბმულები